თარიღი    დრო

პარლამენტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 111 ხმით მიიღო

საქართველო, თბილისი - 21:10 12.13.2017 488

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლისსახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონისპროექტს 111 ხმით დაუჭირეს მხარი.
მანამდე კი ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის სხდომაზეფინანსტა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. მინისტრის განცხადებით, 2018 წლისსახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, ფინანსთა სამინისტროსა დასამთავრობო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტოკომიტეტები და ცალკეული დეპუტატები.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისშემუშავებაში, ფინანსთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთადაქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო კომიტეტები და ცალკეული დეპუტატები.
ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკაპრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ოთხპუნქტიან გეგმას ეფუძნებოდა და სწორედაღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ,მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოსთვის ახალი, სამწლიანი პროგრამისდამტკიცების საფუძველი.
„აღნიშნული პროგრამა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილიმნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის სამ, ძალიანმნიშვნელოვან პრინციპს ითვალისწინებს. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით,მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობისდანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალური მიმართვა საინვესტიციოხარჯების დასაფინანსებლად და საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მინისტრმა საერთაშორისო-სავალუტო ფონდის ანგარიშზე დეტალურად ისაუბრა. მისითქმით, საერთაშორისო-სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებითდასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის სუვერენულირეიტინგის გაუმჯობესების, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციებისგანსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით.

„რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო-სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში,სადაც დადასტურებულია, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ისკრიტერიუმი, რომელიც პროგრამის პირველი შეფასებისთვის იყო განსაზღვრული.მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერსაქართველოსთვის დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიმაკროეკონომიკური ჩარჩო და რეფორმები აღიარებულია როგორც საუკეთესო მთელსრეგიონში, რომელიც 31 ქვეყანას მოიცავს“.

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე საერთაშორისო-სავალუტოფონდის ანგარიშში განხილულ რამდენიმე მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურსაკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის განცხადებით, ფონდის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი:
• არსებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით, ქვეყანაშიდაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი;
• დაგეგმილთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოსავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის დასტაბილურებამ და შესაბამისად,საქართველოს საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ;
• საქართველომ შეძლო ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის შესრულება,რაც გამოიხატა მშპ-თან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების და საბიუჯეტოდეფიციტის შემცირებაში;
• საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების პარალერულად, მნიშვნელოვნადგაიზარდა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება;
• მიმდინარე წელს, ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გამოწვეულიინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან შემცირდება დადაუბრუნდება მიზნობრივი მაჩვენებლის დონეს.
„ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისთვის. ამვარაუდს ამყარებს საერთაშორისო-სავალუტო ფონდის პროგნოზებიც, რომლისმიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით,იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომეკონომიკური ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია საქართველოს მთავრობის მიერდაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შედეგად, რაცაუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში“,-განაცხადამამუკა ბახტაძემ.
მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური რისკების შეფასება სწორად ასახავდეს შესაძლოგამოწვევებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დაიგეგმოს სათანადო რეაგირებისმექანიზმები.
მომავალი წლის, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენისას, ფინანსთამინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულმაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნოწლებში 5%-6%-მდე იზრდება.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება დაეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდახაზი გავუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებშიარსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდითგამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯებისდასაფინანსებლად“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მომხსენებლის განმარტებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისსაპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები- 10 260.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%);აქედან საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 160 მლნლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია. დამატებული ღირებულების გადასახადისსაპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 400 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტსშეადგენს.
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაცმშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს; იმპორტის გადასახადი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%