თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტს რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ.
როგორც ერთ-ერთა თვითმხილველმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ჩხუბი შუახნის მამაკაცებსა და ერთ ახალგაზრდას შორის მიმდინარეობდა, რა დროსაც, გასროლის ხმა გაისმა.
მისივე თქმით, ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი შუახნის მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთი წინ ვაკეში ვაკეში მამაკაცი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, პატრული 30 წლამდე მამაკაცს ეძებს.