"ფაქტობრივად, ვასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას დღევანდელ სხდომაზე. დავკითხავთ საქმის გამომძიებელს, რომელიც ისაუბრებს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ავთენტურობისა და მათი მოპოვების გზების შესახებ.
თუ მიხეილ სააკაშვილს არ დარჩება საქმეზე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობით, სასამართლო ვალდებულია, მას დაცვა სახაზინო წესით დაუნიშნოს", - განაცხდა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
დაცვის მხარის პოზიციას, რომ სასამართლო წესები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, პროკურორი არ ეთანხმება.
"არანაირ დაჩქარებას ადვილი არ ჰქონია, პროცესები ინიშნება ისეთივე ინტენსივობით, როგორც ადრე ინიშნებოდა.ბრალდების მხარე სწორედ იმ გონივრულ ვადებში წარმოადგენს მტკიცებულებებს, მოწმეებს, როგორც ადრე ხდებოდა", - განმარტავს ტყეშელაშვილი.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი აძლევს ჩვენებას.