თარიღი    დრო

მარნეულში „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" ახალი პოლიკლინიკა გახსნა

საქართველო, თბილისი - 18:07 12.12.2017 1217

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" ახალი პოლიკლინიკა ქვემო ქართლში, მარნეულში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება შ.რუსთაველის ქ. #53-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

ახალი პოლიკლინიკის გახსნასთან დაკავშირებით 13, 14, 15 და 16 დეკემბერს ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად უფასოდ მიიღებს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ანგიოლოგის კონსულტაციებს, ასევე ჩაუტარდებათ შემდეგი კვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში და ელექტროკარდიოგრამა.

მარნეულის პოლიკლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული და ადგილობრივ ბენეფიციარებს საშუალება აქვთ დარეგისტრირდნენ ახალგახსნილ პოლიკლინიკაში და სრული სამედიცინო მომსახურება 100 %-მდე დაფინანსებით მიიღონ.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას შესთავაზებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:22 "ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%