თარიღი    დრო

გორში გარდაცვლილი დედა-შვილის დაღუპვის მიზეზი ამ დრომდე გაურკვევლია

საქართველო, თბილისი - 17:01 12.12.2017 448

გორში, გორში, ჭალის დასახლებაში გარდაცვლილ დედა-შვილის ცხედრებს ამ დრომდე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდებათ. 

როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ბიუროში განუცხადეს, გარდაცვალების მიეზეზის დასადგენად კიდევ რამდენიმე ექსპერტიზაა ჩასატარებელი.  

„ცხედრები გუშინ შემოიყვანეს, ორივე გვამს ჩაუტარდა პირველადი დათვალიერება და მომდევნო ექსპერტიზებისთვის შესაბამისი ნიმუშები იქნა აღებული. სანამ ექსპერტიზები არ დასრულდება, პასუხი ცნობილი არ იქნება. ნიმუშების გამოკვლევის შედეგად გარდაცვალების მიზეზი დადგინდება“, - აცხადებენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

შეგახსენებთ, რომ გორში, დედა-შვილი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.5%
შემცირდა 12.5%
არ შეცვლილა 3%