თარიღი    დრო

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბები ექვს ქალაქში შეიქმნება

საქართველო, თბილისი - 16:03 12.12.2017 531

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებსაც მოსწავლეები „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბებში“ (SKYE კლუბები) დაეუფლებიან. პროგრამა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ახორციელებს, პილოტურ რეჟიმში 6 ქალაქში დაიწყება. ესენია - თბილისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, თელავი და ლაგოდეხი. სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები უკვე დასრულდა.

ახალგაზრდები გაეცნენ SKYE კლუბების არსს, მის ძირითად სასწავლო მიმართულებებს, მიიღეს ინფორმაცია კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის პროგრამის როლსა და მნიშვნელობაზე. კლუბებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ 16 - 21 წლის ახალგაზრდებს და ოთხი სასწავლო მიმართულებით იმუშავებს: აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სოციალური მეწარმეობა.

პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კლუბები მსოფლიოს 21 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%