თარიღი    დრო

სააკაშვილის მომავალი საქართველოში, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს - სერგო რატიანი

საქართველო, თბილისი - 14:58 12.12.2017 788

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს მისი მომავალი. 

მისივე თქმით, რეჟიმები, რომლებიც პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ, მარცხდებიან. 
„რეჟიმები, რომლებიც ახორციელებენ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ პატიმრობას და ძალადობას ოპონენტების მიმართ, განწირულები არიან დამარცხებისთვის და ფაქტობრივად, როგორც ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ ასრულებენ უკანონო ბრძანებებს. გუშინ ვნახეთ მოსამართლე, რომელმაც მიიღო სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება. ასეთი რეჟიმები მარცხდებიან. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში მათ ეწევათ ასეთი ბედი. მთავარია, პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს სააკაშვილის მიმართ და ბუნებრივია, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს სააკაშვილის მომავალი,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%