გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 - 17 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში + 7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
14 დეკემბრიდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.