თარიღი    დრო

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ფრენშაიზინგის ყველაზე მსხვილი შეთანხმება გააფორმა

საქართველო, თბილისი - 13:25 12.11.2017 4398

დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრენშაიზინგის შეთანხმების შესახებ განაცხადა. შეთანხმების თანახმად „m2 უძრავი ქონება“ საკუთარი ბრენდის ქვეშ ააშენებს და განავითარებს 3 600 ბიანიან საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია „Georgian Retail Centers LLC“-ის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, „m2 უძრავი ქონება“ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე 190 000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს ააშენებს. პროექტი ათი ეტაპისგან შედგება და სამუშაო პროცესი ოთხიდან ხუთ წლამდე გასტანს.

აღნიშნული ფრენშაიზინგული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის კუთხთით თუმცა ამასთანავე,  m2-ის სტრატეგიულ მიმართლებას წარმოადგენს საქართველოში სასტუმროების მშენებლობა. ამჟამად m2-ს საპროექტო-სამშენებლო ფაზაში აქვს სასტუმროს 3 პროექტი, რომელიც ჯამურად 400 ნომერს მოიცავს. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი სასტუმრო ნომრების ათასამდე გაზრდა იგეგმება.

„მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს წარმატება, რადგან კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრენშაიზინგის შეთანხმება გააფორმა. m2 უკვე ათი წელია ოპერირებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე და წარმატებული პროექტების შედეგად, დიდი ნდობით სარგებლობს როგორც ბიზნეს, ასევე სამომხმარებლო სექტორის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასთან ერთად, სწორედ სასტუმროების მშენებლობებია. ვფიქრობთ, სასტუმროების სექტორის განვითარება საქართველოში აქტიურად შეუწყობს ხელს ტურისტული ბიზნესის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კომპანია „m2 უძრავი ქონება“ აქტიურად იქნება წარმოდგენილი სასტუმროების სექტორში, მხოლოდ მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს არაერთი სასტუმროს მშენებლობა, რომელთა ნომრების ჯამური რაოდენობაც 1000-ს მიაღწევს“ - განაცხადა m2- ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

 

 

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%