თარიღი    დრო

ბარლდებულმა მშობელმა მომხდარის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა მთელმა საქართველომ - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:11 12.07.2017 445

„შვილმა დაურეკა და უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას დანა დაარტყაო, ისიც არ იცოდა გარდაცვლილი იყო თუ არა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებულ შსს-ს თანამშრომლის ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე შვილის წამოსაყვანად მივიდა.

„ეს ადამიანი იქ მივიდა და შვილი წამოიყვანა, შვილს მისი მეგობარიც წამოყვა. ის ბავშვი სამართალდამცავებთან ნებაყოფლობით გამოცხადდა, თუმცა, დაკავებულია. თითოეული ჩვენგანი შეიძლება იგივენაირად მოვქცეულიყავით, ან უფრო უარესად. ამ ადამიანმა მომხდარის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა მთელმა საქართველომ“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.

კითხვაზე, თუ რა სურათი დახვდა შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს თანამშრომელს, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს ადამიანი ზუსტად იმ ადგილზე არ მისულა. ადვოკატი ასევე დასძენს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, არ გაასაჩივრებენ.

„ის დანაშაულის ადგილზე არ მისულა, ახლო ტერიტორიაზე მივიდა და შვილი წამოიყვანა. ეს ადამიანი ძალიან დათრგუნულია, მის მიმართ ძალიან დიდი, უსამართლო რისხვა წამოვიდა. მომხდარი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის, ქვეყნისთის შემზარავი ფაქტია, მას ეს გათვიცნობიერებული აქვს და ამიტომ არჩია, საზოგადოებისგან დროებით იზოლირებული იყოს, შემდეგ კი გვექნება იმის საშუალება ვიდაოთ იმაზე, სინამდვილეში არის თუ არა ის ბრალდებული და ა.შ“, - აცხადებს ადვოკატი.

აღნიშნული ბრალდებული ორი მოსწავლის მშობელია. ერთი მათგანი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, მან მომხდარის შესახებ ოჯახის წვერებისგან მოგვიანებით შეიტყო.

„ერთს გირაო შეეფარდა, მეორე კი, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშაა, ორივე მათგანი ოჯახში იმყოფება“, - დასძენს ბუცხრიკიძე.

შეგახსენებთ, რომ  ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%