თარიღი    დრო

კრიმინალური პოლიცია გახდება უფრო ეფექტური - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 14:23 12.07.2017 185

კრიმინალური პოლიცია გახდება უფრო ეფექტური - განცხადება ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის  შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმები სწორედ კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. 

„ეს პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა იყოს უფრო ეფექტური და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში იმ სტრუქტურული რეფორმების, რომელსაც ჩვენ დავგეგმავთ და განვახორციელებთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, იმ სახით,  რითაც დღეს ე.წ. უბნის ინსპექტორები არსებობს  სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში ვერ ჩაერთვებიან.

,,იმ სახით, რითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან ამ თემაში - სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია“, - განაცხადა გახარიამ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%