თარიღი    დრო

უმრავლესობის ფარგლებში საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა, ჩემთვის, მიუღებელია - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 14:16 12.07.2017 173

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელი ფორმაა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, დეპუტატ შოთა შალელაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურად აღიარების შესახებ.

პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას სახელმწიფო მსჯელობის შემდეგ დააფიქსირებს.

„საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პატივს ვცემ ყველა დეპუტატს, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატის მხრიდან ასეთ სენსიტიურ საკითხზე ასეთი მოსაზრებების ღია წერილით დაფიქსირება ჩემთვის არის მიუღებელი ფორმა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%