ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, პროტესტის ნიშნად, სასამართლო დარბაზი დატოვა.
პროცესზე ბრალდების მხარემ სხდომების დახურვასთან დაკავშირებით დააყენა შუამდგომლობა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 სექტემბერს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.