თარიღი    დრო

ლატვიაში თბილისობის დღესასწაული აღნიშნეს

საქართველო, თბილისი - 21:00 12.04.2017 337

ლატვიაში „თბილისობის დღესასწაული - თბილისის დღეები ლატვიაში" აღინიშნა.

თბილისობის დღესასწაული, რომელიც ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება, 26 ნოემბერს ქალაქ ლიეპაიასა და 28 ნოემბერს რიგის განახლებულ VEF-ის კულტურის სასახლეში ქართული ეთნო-ჯაზ ბენდის „ირიაო"-ს კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა.

ქართველმა მუსიკოსებმა ადგილობრივ ბენდთან ერთად ქართული და ლატვიური კომპოზიციები შეასრულეს. ლიეპაიაში გამართულ კონცერტს ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, საელჩოს თანამშრომლები, ქ. ლიეპაიას ვიცე-მერი და ლიეპაიას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტის შემდგომ, ლატვიურმა ორგანიზაციამ „მსოფლიო კულტურის საზოგადოებამ" მოწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება გამართა.

მუსიკალური ნაწილის გარდა ღონისძიების ფარგლებში ლატვიის დედაქალაქში წარმოდგენილ იყო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა. ღონისძიების მონაწილე მრავალრიცხოვან სტუმარს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის მინანქრის სამკაულის, ბრინჯაოსა და რკინის ბადისაგან შექმნილი უნიკალური ქანდაკებები და ეხილათ VEF-ის კულტურის სასახლის ფოიეში გამართული ფოტოგამოფენები: „50 ქალი საქართველოდან" და „თბილისის ხედები". ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენის საპატიო სტუმარი გახლდათ ლატვიის პირველი ლედი ქალბატონი ივეტა ვეიონე. გამოფენას ასევე დაესწრნენ ლატვიის კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მას-მედია, ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები და ლატვიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

VEF-ის კულტურის სასახლეში ქართული ეთნო-ჯაზ ბენდის „ირიაო"-ს კონცერტის შემდეგ საელჩომ მოწვეული სტუმრებისთვის გამართა საზეიმო მიღება, რომელზეც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის კომპანია „ასკანელი ძმების" ღვინო და ბრენდი და მინერალური წყალი „ბორჯომი".

საზეიმო ღონისძიებების სერია რიგის ცენტრში, ქართულ რესტორან „ალავერდი"- ში გამართული ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასით დასრულდა. მასტერ კლასზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს მრავალფეროვანი ქართული კერძები, მათ შორის ხინკალი, ხაჭაპური და ტრადიციული ქართული ტკბილეული ჩურჩხელის და გოზინაყის სახით, ქართული ღვინის კომპანიების, „ბესინი"-ს, "CGW"-ის მიერ წარმოებული ღვინო და კომპანია „ასკანელი ძმების" ჭაჭა. ღონისძიების მსვლელობისას ქართულმა ეთნო ჯაზ-ბენდმა „ირიაო"-მ შეასრულა ქალაქური ნაწარმოებები, ხოლო სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე მიმდინარეობდა თბილისის ხედების ფოტო-ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ "თბილისობის" დღესასწაული ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებების სპონსორები და მხარდამჭერები ასევე გახლდნენ ლატვიის კულტურის სამინისტრო, რიგის VEF-ის კულტურის სასახლე, ლატვიური ორგანიზაცია „მსოფლიო კულტურის საზოგადოება", მინერალური წყლის კომპანია „ბორჯომი" (ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასის გენერალური სპონსორი), ავიაკომპანია „ეარბალტიკი", ლატვიური გადამზიდავი კომპანია „KIF"-ი, რიგაში მდებარე ქართული რესტორანი „ალავერდი", ხელოვნების გალერეა „Putti", ღია საზოგადოება „Open Liepaja", რესტორანი "ალავერდი" და ქართული ღვინის კომპანიები: „ასკანელი ძმები", „ბესინი" და „CGW".




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%