თარიღი    დრო

დავით ახალაია ბრალის არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს

საქართველო, თბილისი - 14:27 11.22.2017 286

თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდის ყოფილი უფროსის, დავით ახალაიას დისტანციურად დაკითხვა დასრულდა.

პროკურორის კითხვაზე, გირგვლიანის მკვლელობიდან 4 დღეში, რა დამსახურებით მიიღო 4 000 ლარის ოდენობით პრემიადანამატი, ახალაიამ უპასუხა, რომ "გულწრფელად, მართლა არ ახსოვს".

ახალაიამ ადვოკატს დაუდასტურა, რომ 2006 წლის დასაწყისში, შავნაბადას რეზიდენციაში არ ყოფილა. ადვოკატმა ჰკითხა, ავტომატით თუ მიდიოდა პრეზიდენტთან, რაზეც ახალაიამ უპასუხა, რომ "პრეზიდენტთან იარაღით რომ მიხვიდე არანორმალური უნდა იყო".

დავით ახალაია ბრალის არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით,
მიხეილ სააკაშვილთან არც ნათესაური და არც მეგობრული ურთიერთობა არ აქვს.

"მე გაძლევთ კონკრეტულ ჩვენებას და თუ გამოგადგებათ, კარგია", - აღნიშნა ახალაიამ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%