თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა განახლდა.
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში კუდის ყოფილი უფროსის, დავით ახალაიას დისტანციურად დაკითხვა გრძელდება. ის ამ მომენტში ბრალდების მხარის კითხვებს უსმენს.
ის პროკურორის მიერ დასმულ, თითქმის არც ერთ კითხვას არ პასუხობს, რადგან აცხადებს რომ ეს უშუალოდ მის ბრალდებას ეხება და არა სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდს.
პროკურორის კითხვაზე, გერონტი ალანიასთან, ვალერიან მეტრეველთან, მელინიკოვთან ერთად ოქროყანაში, ან მიმდებარე ტერიროტიაზე გირვლიანის მიმართ გაუხორციელებიათ თუ არა ფიზიკური ზეწოლა, ახალაიამ უპასუხა, რომ რადგან ის ბრალდებულია, იყენებს უფლებას და კითხვას არ პასუხობს.
"რადგან ბრალდებული ვარ, ვიყენებ ჩემს უფლებას და ამ კითხვაზე არ გპასუხობთ", - უპასუხა ახალაიამ.
კითხვაზე, გირგვლიანის გატაცების მომენტიდან-გათენებამდე, რასთან დაკავშირებით საუბრობდა მერაბიშვილის მეუღლესთან, სალაყაიასთან, ახალაიამ იგივე უფლებით ისარგებლა და კითხვას არ უპასუხა.