ათენში, „მიხალის კაკოიანისის ფონდში", საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჩატარდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიება.
საღამოზე ნაჩვენები იქნა გ. მგელაძის მიერ, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „ჰელადოსი". ასევე წაიკითხეს მოხსენებები ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის საქართველოში მოგზაურობების შესახებ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტერენს სპენსერ ნიკოლაოს ქუიქიმ და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორმა, რატი ბრეგაძემ.
ღონისძიებას დაესწრნენ საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. აგრეთვე, საბერძნეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ადგილობრივი ჟურნალისტები და ქ. ათენში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა მცირე მიღება.