რუსეთის პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს. ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ვლადიმერ ჟირინოვსკის კანდიდატურა წამოაყენა. პარტიის ვიცე-სპიკერის, იგორ ლებედევის თქმით, გადაწყვეტილება 20 ნოემბრის სხდომაზე იქნა მიღებული. ჟირინოვსკის კანდიდატურას პარტიის უმაღლესმა საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.