თარიღი    დრო

საკონსულტაციო კომპანიებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 14:17 11.21.2017 158

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა  შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართა.  კომიტეტის  სხდომას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე  ესწრებოდნენ. შეხვედრის  მიზანი იმ სამართლებრივი საკითხების განხილვა იყო,  რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე.

ღონისძიება  დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი განსახილველი საკითხები იყო: გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, ონლაინ-სესხებისა და მსგავსი მარტივი ხასიათის დავების გადაწყვეტა, ელექტრონული სამართალწარმოების პროგრამის ეფექტიანობა, სპეციალიზებული კოლეგიებისა და პალატების შექმნის ინიციატივა, სასამართლო საქმეების საძიებო სისტემის დახვეწა და სხვ.

ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და EY-ის ინიციატივით  2016 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. კომიტეტი ამ ეტაპზე  წევრების სახით 12  ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას აერთიანებს.

კომიტეტის ფარგლებში განსახილველი საკითხები საკანონმდებლო ცვლილებებს, კანონპროექტებსა და სხვა მსგავს საკითხებს ეხება, რომლებიც მნიშვნელოვანია   საქართველოში ბიზნესის-კეთებისას. სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც მედიატორი საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომიტეტის ფარგლებში წამოჭრილი და დამუშავებული საკითხების სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდებას უზრუნველჰყოფს.

ამ ეტაპისთვის კომიტეტმა უკვე 3 სხდომა გამართა, რომელთა ფარგლებშიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის კანონპროექტი, სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატის დაარსება/რეფორმის კონცეფცია და საგადასახადო სისტემის ცვლილებები განიხილეს. სწორედ კომიტეტის ინიციატივით დაიგეგმა და გაიმართა სემინარი საგადასახადო სისტემის „ესტონური მოდელის“ შესახებ, როგორც მსხვილი, ასევე  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრი არიან:    EY -,,იუაი საქართველო“, ,,ახვლდიანი აუდიტი და კონსალტინგი“,  PWC , KPMG, BDO,  FMG, Kreston International, PMCG,  Deloitte, BLC, CCLA და IGROUP.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%