თარიღი    დრო

საკონსულტაციო კომპანიები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ

საქართველო, თბილისი - 17:25 11.20.2017 154

21 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართავს. კომიტეტის  სხდომას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე  დაესწრებიან. შეხვედრის  მიზანია იმ სამართლებრივი საკითხების განხილვა, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე.

ღონისძიება  დისკუსიის რეჟიმში წარიმართება. ძირითადი განსახილველი საკითხებია: გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, ონლაინ-სესხებისა და მსგავსი მარტივი ხასიათის დავების გადაწყვეტა, ელექტრონული სამართალწარმოების პროგრამის ეფექტიანობა, სპეციალიზებული კოლეგიებისა და პალატების შექმნის ინიციატივა, სასამართლო საქმეების საძიებო სისტემის დახვეწა და სხვ.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში  იუსტიციის უმაღლესი საბჭო  განხორციელებული და  დაგეგმილი აქტივობების შესახებ კომიტეტის წევრებისთვის პრეზენტაციას წარადგენს.

ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და EY-ის ინიციატივით  2016 წელს შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა. კომიტეტი ამ ეტაპზე  წევრების სახით 12  ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას აერთიანებს.

კომიტეტის ფარგლებში განსახილველი საკითხები საკანონმდებლო ცვლილებებს, კანონპროექტებსა და სხვა მსგავს საკითხებს ეხება, რომლებიც მნიშვნელოვანია   საქართველოში ბიზნესის-კეთებისას. სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც მედიატორი საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომიტეტის ფარგლებში წამოჭრილი და დამუშავებული საკითხების სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდებას უზრუნველჰყოფს.

ამ ეტაპისთვის კომიტეტმა უკვე 3 სხდომა გამართა, რომელთა ფარგლებშიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის კანონპროექტი, სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატის დაარსება/რეფორმის კონცეფცია და საგადასახადო სისტემის ცვლილებები განიხილეს. სწორედ კომიტეტის ინიციატივით დაიგეგმა და გაიმართა სემინარი საგადასახადო სისტემის „ესტონური მოდელის“ შესახებ, როგორც მსხვილი, ასევე  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრი არიან:    EY -,,იუაი საქართველო“, ,,ახვლდიანი აუდიტი და კონსალტინგი“,  PWC , KPMG, BDO,  FMG, Kreston International, PMCG,  Deloitte, BLC, CCLA და IGROUP.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%