თარიღი    დრო

არ გვსურს, გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2“-თან ვიყოთ გათანაბრებული - ნაირა გელაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:22 11.20.2017 918

“კავკასიური სახლის” ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა  მიღებული  ჯილდო - ტოლერანტობის ქომაგი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოს უკან დაუბრუნა.

როგორც თავად განმარტავს, არ სურს ჯილდოს ფლობით გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2“-თან, როგორც სიცრუის კონვეიერთან,  იყოს გათანაბრებული.

„როდესაც იგივე ჯილდოს - ტოლერანტობის ჯილდოს, რაც არის სიკეთე, კეთილშობილება, ჩაგრულთა გამოქომაგება დაა.შ. აძლევენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ბოროტმოქმედებს, რომლებსაც აქვთ უამრავი დანაშაული ჩადენილი,  აღარ გვინდა მათთან ვიყოთ გათანაბრებულები“, - განმარტა ნაირა გელაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ნაირა გელაშვილს აღნიშნული  ჯილდო 2009 წელს აქვს მიღებული.

წელს კი სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგები” 16 ნოემბერს დააჯილდოვა.

დაჯილდოვება  ყოველწლიურად იმართება და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში  ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.

 

 




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%