თარიღი    დრო

ევროპულმა საბჭომ შენგენის ზონის ქვეყნებში მესამე ქვეყნების მოსახლეობისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 16:18 11.20.2017 350

ევროპულმა საბჭომ შენგენის ზონის ქვეყნებში მესამე ქვეყნების მოსახლეობისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.

ახალი რეგულაციით, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში სამგზავრო ნებართვის აღება მოუწევთ.

აპლიკანტმა სპეციალურად შექმნილ საიტზე ონლაინ-აპლიკაციის შესავსებად უნდა ჩაწეროს პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

კითხვები აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც შეეხება. მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება აპლიკანტის გასაუბრებაზე დაბარება. უარის მიღების დროს, სამგზავრო დოკუმენტის მიღების მსურველი პირი დეტალურ განმარტებას მიიღებს.

 სამგზავრო ნებართვის აღების ღირებულება 10 ევრო იქნება. გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის ნათესავები, 18 წლამდე ასაკის პირები. ელექტრონული აპლიკაციის ავტორიზაცია 72 საათში მოხდება და მისი გამოყენების ვადა იქნება სამი წელი.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 60-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის სავიზო ვალდებულებისგან გათავისუფლებული ქვეყნებიდან შენგენის ზონაში 39 მილიონ ადამიანს ელოდებიან.

ახლა მიღებულ რეგულაციას ხელი ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მოაწერონ. შემდეგ ხელმოწერილი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, 20 დღეში კი ძალაში შევა.

ახალი რეგულაცია 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%