თარიღი    დრო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გმობს ბათუმში არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას

საქართველო, თბილისი - 15:17 11.20.2017 257

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს ბათუმში, საკომუნიკაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას. 

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრეს რეაგირებას აპირებენ. 

„ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსასაზღვრად, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი დღესვე გაემგზავრა ბათუმში, რომელიც სათანადო ანგარიშს მოამზადებს. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამართლებრივი მოკვლევისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით შესაბამის სამართალდაცვით უწყებებს მიმართავს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს არქეოლოგები დღის ბოლოს დაიწყებენ ადგილზე გამოვლენილი შრის არქეოლოგიურ შესწავლას. დაგეგმილია თხრილის გაწმენდითი სამუშაოები, რათა მისი არქეოლოგიური კონტექსტის დადგენა მოხდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს არქეოლოგები დღის ბოლოს დაიწყებენ ადგილზე გამოვლენილი შრის არქეოლოგიურ შესწავლას. დაგეგმილია თხრილის გაწმენდითი სამუშაოები, რათა მისი არქეოლოგიური კონტექსტის დადგენა მოხდეს.

უბანზე სამშენებლო-სარებილიტაციო პროცესი შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. წინასწარი ვარაუდის მიხედვით, ნაპოვნი ქვევრი მე-11 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის. 

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხრიდან გამოვლენილი არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია ექნება და კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ქვევრი თამარ მეფის დასახლებაში, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, მიწაში იპოვეს. ის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულმა დააზიანეს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილას სარებილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. 

მომხდარის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%