თარიღი    დრო

იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 14:50 11.20.2017 128

იუსტიციის სამინისტრო სამართლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტებთან ახალი ტიპის თანამშრომლობას იწყებს. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ“ მემორანდუმი გააფორმა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან (სდასუ). იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნივერსიტეტის რექტორ თეიმურაზ ქორიძეს ვაუჩერები გადასცა, რომლებიც სდასუ-მ მაცნესგან სტუდენტებისთვის შეიძინა. ეს არის პირველი ასეთი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისთვის ვაუჩერების შეძენა განხორციელდა, რომელიც მათ საჩუქრად გადაეცათ. სტუდენტებს უჩნდებათ ნორმატიული აქტების ბეჭდურ ვერსიებზე ხელმისაწვდომობის უკეთესი შესაძლებლობები.

მომავალ იურისტებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ მაცნეს სტამბაში გამოცემული კოდექსები, ნორმატიული აქტები თუ სხვა სახის იურიდიული ლიტერატურა. ამ სტუდენტური ვაუჩერებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მაცნეს ადმინისტრაციულ ვებგვერდზე (matsnebooks.gov.ge) განთავსებული ნებისმიერი იურიდიული რესურსით.

თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაერთიანდნენ „მაცნეს კლუბში“, რომელიც პირველი სადისკუსიო პლატფორმაა იურისტებისთვის. აქ ახალგაზრდები უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად მსჯელობენ და კამათობენ იურიდიულ საკითხებზე, გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და შეთავაზებებს მიმდინარე რეფორმებსა თუ სხვა აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. „მაცნეს კლუბი“ ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და იმ დამწყებ სპეციალისტებს თუ იურისპრუდენციით დაინტერესებულთ აერთიანებს,  რომელთაც სურთ, წარმატებულ იურისტებს შეხვდნენ და მათთან ერთად საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ და დაუსვან  კითხვები. „მაცნეს კლუბში“ იმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, საჯარო ლექციები საინტერესო საკითხებზე. კლუბის მენტორები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები; მოსამართლეები, ადვოკატები. კლუბის საქმიანობას თავად წევრები გეგმავენ და ახორციელებენ. ყოველი მომდევნო საჯარო ლექციის თემა მათი მონაწილეობით ირჩევა.

იუსტიციის სამინისტროს მემორანდუმი რამდენიმე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%