თარიღი    დრო

წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:34 11.20.2017 179

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი უთხრა. აღნიშნული აგვისტოს თვეში გავასაჩივრეთ, მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, ამჟამად კი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ჩაბუქის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟნაძემ.

წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადვოკატი იმედოვნებს, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოხდა.   

„წარდგენილი მტკიცებულებებით ვვარაუდობთ, რომ მისთვის სტატუსის მინიჭება მოხდება, თუ არ მოხდება, ამას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გავასაჩივრებთ“,- აცხადებს კვიჟინაძე.

როგორც ადვოკატი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება მოხდება, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

„იმ შემთხვევაში, თუკი მისი ექტრადირება მოხდება, ის პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულების რისკის წინაშე დადგება. ის დიდი ალბათობით, ასევე წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ  დემირელის სკოლის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, საქართველოში დააკავეეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განუცხადა. სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი ადვოკატებმა გაასაჩივრეს.  საჩივრით ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს.

 

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%