თარიღი    დრო

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ერთიანი ბაზა შეიქმნება - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 13:22 11.20.2017 285

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ აზარტული თამაშებზე დამოკიდებულთა ერთიან მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

"საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ და დავარეგულიროთ ის სფერო, რომელსაც ასეთი ზიანი მოაქვს მთლიანად ქვეყნისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება არასრულწლოვანთა და მოზარდთა ჩართულობას აზარტულ თამაშებში. საერთაშორისო კლასიფიკაციით ეს ითვლება დაავადებად, აქედან გამომდინარე საჭიროა გარკვეული ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან. გასაგებია, რომ დღესაც აკრძალულია არასრულწლოვნების ჩართულობა ამ დარგში, მაგრამ სამწუხაროდ ახერხებენ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, განსაკუთრებით ონლაინ თამაშებით ჩართვას,"- განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, ამასთან საბრძოლველად პირველი ნაბიჯია ის, რომ შეიქმნას ბაზა.

,,ძალიან კომპლექსური თემაა. სურვილი და მიზანი გაცხადებულია, გვინდა მაქსიმალურად დავარეგულიროთ ეს სფერო, რომ ოჯახები დაქცევას გადავარჩინოთ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ 800 მილიონი იხარჯებოდეს აზარტულ თამაშებში,"- დასძინა დეპუტატმა. 

ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული პროექტით ცვლილებები შედის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება. 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%