თარიღი    დრო

იან კელი „მწვანე ბარათის“ გათამაშების შესაძლო გაუქმებაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 13:33 11.17.2017 239

“ამერიკის კონგრესმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით გადაწყდეს, შევა თუ არა ძალაში ინიციატივა მწვანე ბარათის  გათამაშების გაუქმებაზე, ან მისი შეცვლილი სახით ამუშავებაზე“, -ამის შესახებ  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით ეს არის კონგრესის მანდატი და იქნება დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლოს  აშშ-მ  ემიგრაციის მართვა.

„მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს სურს კანონიერი ემიგრაციის კარგი ადმინისტრირება და რა თქმა უნდა, ეს იქნება განხილვის საგანი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის. ეს კონგრესის გადასაწყვეტია, თუ როგორ გაართმევს თავს ლეგალური იმიგრაციის საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ კონტაქტს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასე რომ მე არ ველოდები ჩვენს შორის კონტაქტებისა თუ მოგზაურობის კუთხით რაიმე შეზღუდვებს, მაგრამ საკითხზე იქნება უფრო ღრმა დისკუსია კონგრესსა და თეთრ სახლს შორის, თუ როგორ გავართვათ საკითხს თავი“, – განაცხადა კელიმ.

„მწვანე ბარათის“ წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებს დოკუმენტაციების შეტანა 22 ნოემბრამდე შეუძლიათ.

 

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%