თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. მგზავრთა დაშვება ორივე ტერმინალზე შესაძლებელია.
შსს-ს ცნობით, აეროპორტში ბომბი არ აღმოჩნდა. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.