უმრავლესობა ქართული ოცნების ხელშია, რაც არანაირ ოპტიმიზმს არ გვისახავს“, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
‘’ჩემი სურვილია,რომ ეს საკრებულო არ დაემსგავსოს წინა საკრებულოს. თქვენ გახსოვთ წინა საკრებულომ როგორ დაასრულა მუშაობა, როცა თბილისელების ზურგს უკან იღებდნენ გადაწყვეტილებებს პოლიციის კორდონით გარშემორტყმული. არ მინდა რომ ამ მდგომარეობაში ჩაიყენოს უმრავლესობამ თავი ახლაც და ეს მთლიანად მათ ხელშია. თუ კი მათ ემახსოვრებათ, რომ ისინი წარმოადგენენ თბილისის ყველა მოქალაქეს და არა ერთ მთავარ მოქალაქეს - ბიძინა ივანიშვილს , თუ მათ ემახსოვრებთ რომ ისინი წარმოადგენენ ამ ქალაქის მაცხოვრებლებს და არა მხოლოდ ერთ მმართველ პარტიას, მაშინ შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა. თუ ეს საკრებულოც აირჩევს იგივე გზას და უბრალოდ ნოტარიალური ბიურო იქნება მერიის გადაწყვეტილებების, თუ მხოლოდ კერძო ინტერესების შემთხვევაში იქნებიან ოპერატიულები, მაშინ გართულდება მუშაობა. ჩვენი ამოცანა ნათელია, უმრავლესობა ქართული ოცნების ხელშია, რაც არანაირ ოპტიმიზმს არ გვისახავს“, - აცხადებე გოკა გაბაშვილი,