თარიღი    დრო

არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს - კახა კუჭავა

საქართველო, თბილისი - 15:34 11.14.2017 360

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს, რადგან ის უნდა იდგეს ცალკე და ძლიერად.

"არ შეიძლება გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიმე სხვა მიმართულებას ექვემდებარებოდეს, ის უნდა იდგეს ცალკე, ძლიერად, ჩვენ ამის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული.
ჩვენ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ველოდებით. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა მასშტაბის სტრუქტურული ცვლილებები იქნება გარემოს მიმართულებით. ზოგადად, ოპტიმიზაციას მივესალმებით, თუმცა კითხვა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით რჩება",  - განაცხადა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება, ბუნებრივი რესურსების ნაწილი კი ეკონომიკის სამინისტროში გადადის. 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%