თარიღი    დრო

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან საქართველო უპირობო მხარდაჭერას უნდა ელოდოს -ვიტოლდ ვაშჩიკოვსი

საქართველო, თბილისი - 14:44 11.14.2017 112

„კითხვაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველო „აღმოსალეთ პარტნიორობის“ სამიტისგან,  მსურს მოკლედ გიპასუხოთ - უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ამბიციებისადმი გახდეს ევროკავშირის წევრი, გახდეს ყველა იმ ინსტიტუტის ნაწილი რომლიც ჩვენ შევქმენით ევროპის დასავლეთ ნაწილში“ - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ სამი ქვეყნის - საქართველოს, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის განცხადებით სამიტზე მიღებულ იქნება კომუნიკე, რომელიც საქართველოს შესთავაზებს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტი დაახლოების პერსპექტივას. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან წევრობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში შეძლებს ამ მიზნის მიღწევას ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმებისა და ძალისხმევის შედეგად.

 

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ კონტექსტში მან „თბილისის კონფერენციის“  მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გაიზიაროს პოლონეთის გამოცდილება. „ჩვენი გზავნილი ევროკავშირისადმი არის - რაც უფრო მალე მით უკეთესი“ - განაცხადა მინისტრმა.

 

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მინისტრის განცხადებით პოლონეთისთვის არასდროს იქნება მისაღები დამოუკიდებელი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევა.  „ჩვენი, როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მომავალი წევრის იმედი უნდა გქონდეთ“ - აღნიშნა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%