თარიღი    დრო

იტალიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა

საქართველო, თბილისი - 10:26 11.14.2017 843

შვედეთთან საპასუხო მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ ფეხბურთში მსოფლიოს ოთგზის ჩემპიონი იტალია 2018 წლის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს.

 „სკუადრა აძურა“ ყველაზე პრესტიჟულ ასპარეზობაში თავისი არსებობის განმავლობაში მეორედ ვერ მიიღებს მონაწილეობას.

პირველად ეს 1930 წელს მოხდა, როდესაც იტალიის ნაკრებმა ურუგვაიში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად კი ხანგრძლივი მგზავრობა დაასახელა.  

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გუშინ მილანში გაიმართა.

იმის გამო, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა შვედების საშინაო გამარჯვებით 1:0 დასრულდა, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრები გაემგზავრება.

იტალიურმა გაზეთმა Gazzetta dello Sport-მა ამ მარცხს „აპოკალიფსი“ უწოდა.

ნაკრების კაპიტანმა, 39 წლის მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მატჩის დამთავრებისთანავე განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წავა. მანამდე ის უკვე საუბრობდა სპორტიდან წასვლის შესახებ, თუმცა ამას ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებდა.

იტალიის ნაკრებში მან 175 მატჩი ჩაატარა, გოლკიპერმა მოიგო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2012 წელს კი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

 „ვწუხვარ არა ჩემს გამო, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთის გამო. ჩვენ დავმარცხდით რაღაც სხვა, სოციალურ დონეზე“, - აღნიშნა ბუფონმა, რომელიც შვედეთთან მატჩის დასრულების შემდეგ თავის თანაგუნდელებთან ერთად ტიროდა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%