თარიღი    დრო

რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ორი მედალი ჩამოართვეს

საქართველო, თბილისი - 18:45 11.09.2017 701

რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ორი მედალი ჩამოართვეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) , რუსი მოთხილამურეები ალექსეი პეტუხოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ევგენი შაპოვალოვი და იულია ივანოვი დოპინგის წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.  ვილეჟგანინის შედეგების გაუქმება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სოჭის ოლიმპიადის კიდევ ორ მედალს დაკარგავს.

"სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების შედეგები გაუქმდა და სპორტსმენებს ასევე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ," - განაცხადა რუსეთის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ელენა ვიალბემ.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ალექსეი პეტუხოვი, რომელმაც დაწერა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, უვადო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დარღვევაა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%