თარიღი    დრო

ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 11:00 10.27.2017 5168

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ზვიად შანავა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.

მსმენელებს კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები, ფინელ და ნორვეგიელ ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ.

ნატოს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი  ფინელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართველმა, მოლდოველმა და აზერბაიჯანელმა კურსანტებმა როგორც თეორიული, ისე  პრაქტიკული მეცადინეობებით ნატოს ლოგისტიკის კონცეფცია და ფუნქციები, ოპერაციების ლოგისტიკური მხარდაჭერის თავისებურებები, მრავალეროვნული ლოგისტიკა და მისი კოორდინაცია შეისწავლეს.

კურსი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მეორედ ჩატარდა. სწავლება ჩრდილოეთის ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის (DEFCO) ეგიდით, ნორვეგიის სამეფოს და ფინეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორების მხარდაჭერით გაიმართა.  კურსი მიზნად ნატოს ლოგისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობებს ისახავდა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%