თარიღი    დრო

ქუთაისში პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:57 10.27.2017 729

Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით,  ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა.

სტარტაპ ბანაკი - ეს არის ინტენსიური კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 60-მდე მსურველი. მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო მენტორებთან ერთად.

პროექტს ახორციელებს Impact Hub Tbilisi და Garage48. ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ,საერთაშორისო განათლების ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

შემდეგი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი 16-19 ნომბერს ბათუმში გაიმართება. ასევე, ბათუმი უმასპინძლებს ფინალურ ჰაკათონს დეკემბერში, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს დაშექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი.

პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%