თარიღი    დრო

ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებენ

საქართველო, თბილისი - 16:00 10.25.2017 22725

ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ მცველს, გურამ კაშიას ქართველი ფეხბურთელები და მათ შორის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სოლიდარობას უცხადებენ.

ლევან კობიაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა სოლიდარობის ნიშნად Instagram-ის გვერდებზე გურამ კაშიას ფოტოები გამოაქვეყნეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ლგბტ ადამიანებისადმი გურამ კაშიას მხარდაჭერას  თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიუხედავად მისი ეროვნებისა, მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, გამოხატოს თავისი შეხედულებები.



გურამ კაშიას და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც. მისი განცხადებით, დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა.



ცნობისთვის, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-8 ტურის მატჩი „ჰერაკლესსა“ და „ვიტესს“ შორის, სადაც გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა, 15 ოქტომბერს გაიმართა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%