თარიღი    დრო

კახა კალაძის მოადგილეები, სავარაუდოდ, ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე იქნებიან

საქართველო, თბილისი - 12:18 10.23.2017 1276

თბილისის ახლადარჩული მერის მოადგილეები, სავარაუდოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე იქნებიან.

როგორც საზოგადოებრივს კახა კალაძის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, ის  კალაძის ნებისმიერ შეთავაზებას დათანხმდება. 

"კახა კალაძეს ირგვლივ ძალიან ბევრი პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანი ჰყავს. ყველა განწყობილია ისე, რომ იმუშაოს და იმ პოზიციაზე დადგეს, სადაც გუნდსა და თბილისს დასჭირდება. ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი. კახასგან ნებისმიერ პოზიციაზე დავთანხმდები შემოთავაზებას“, - აღნიშნა ხმალაძემ. 

მაია ბითაძე კი ჯერჯერობით თავს იკავებს და ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. 

ცნობისთვის, მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ. 

ხმალაძემ მოამზადა თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამები, ხოლო ბითაძემ ეკოლოგიური მიმართულების პროგრამები.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%