20-22 ნოემბერს Messe Frankfurt ქალაქ ფრანკფურტში მართავს პირველ საერთაშორისო გამოფენას - hypermotion 2017, სადაც წარმოდგენილი იქნება ე.წ. ჭკვიანი სისტემები და გადაწყვეტილებები ტრანსპორტის, მობილურობის, ლოგისტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის მიმართულები.
Hypermotion-ის ძირითად ათვლის წერტილს წარმოადგენს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების (ITS) უკვე აღიარებული კონცეფცია, რომელის მთავარ პერსპექტივას ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით განვითარება წარმოადგენს. გამოფენა აერთიანებს შვიდ ძირითად მიმართულებას: კავშირი, მდგრადობა, ჰიპერმობილურობა, ე.წ. „სმარტ“ რეგიონები, მონიტორინგი & გამჭვირვალობა, სინქრონიზებული ლოგისტიკა და მონაცემთა ანალიზი & უსაფრთხოება.
Hypermotion 2017-ის გამოფენაზე თქვენ გაეცნობით უახლეს ტენდენციებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, როგორ პროდუქციის, ასევე მომსახურების კუთხით. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კონფერენციები და ვორქშოფები.
საერთაშორისო გამოფენა - Hypermotion წარმოადგენს პლატფორმას ახალი კონტაქტებისა და პარტნიორების მოძიებისათვის.