“ვიტესის“ კაპიტანი, საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია LGBT პირთა მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის კრიტიკას პასუხობს.
"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს. ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს Facebook გვერდზე გამოხატეს უკმაყოფილება და ცხადია, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე. თუნდაც ათასობით ადამიანი ამის წინააღმდეგი იყოს, თუ ჩემი ეროვნული ნაკრები გამომიძახებს, მე აუცილებლად წავალ სათამაშოდ”, - განცახდა კაშიამ ჰოლანდიურ მედიასთან საუბარში.
კაშიამ LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა. Facebook-ის მეშვეობით გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კაშია ამ აქციაში მონაწილეობისთვის გააკრიტიკა და მისი ნაკრებიდან მოკვეთაც მოითხოვა.