საოლქო საარჩევნო კომისია ხვალ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის ალექსანდრე გრიგალავას საჩივარს განიხილავს.
კერძოდ, ალექსანდრე გრიგალავას შტაბი ათ საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს.
წინასწარი მონაცემებით, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.