თარიღი    დრო

ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს - NDI

საქართველო, თბილისი - 17:20 10.22.2017 395

ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა.

,,შექმნილ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება",- აცხადებს NDI. 

NDI-ის შეფასებით, არჩევნების დღემ, ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა - საქართველოს მოქალაქეებმა, საარჩევნო კომისიების წევრებმა, პარტიების აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების დამტკიცება. ხმების დათვლის პროცესმაც, NDI-ის აზრით, ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების დათვლის პროცესში ჩარევას უკავშირდებოდა. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%