თარიღი    დრო

ცესკომ 6 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური დაანონსა

საქართველო, თბილისი - 16:28 10.22.2017 354

წინასწარი შედეგების მიხედვით, ცესკომ 6 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური უკვე დაანონსა. ხმების დათვლის პირველადი შედეგები ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა.

საოლქო კომისიებში ამ დროისთვის 309 საჩივარი შევიდა, რომლის განხილვაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოხდება.

„საარჩევნო ოლქები გახლავთ, წინასწარი მონაცემების მიხედვით, სავარაუდო მეორე ტურებისთვის #29 ყაზბეგი, #35 ხაშური, #36 ბორჯომი, #60 ოზურგეთი, #59 ქუთაისი და ასევე #65 მარტვილი. როდესაც გვექნება საბოლოო შემაჯამებელი შედეგები, ჩვენ შეგვეძლება, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 25-ე დღის. ეს ვადა შეიძლება იყოს უკიდურესი რაც გაწერილია ცესკოს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკში 15 ნოემბერი, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ უკიდურესი ვადა იყოს გამოყენებული,“ - აცხადებს თამარ ჟვანია.

თბილისში, სულ 737 უბნიდან, მხოლოდ 3 უბანი დარჩა დასათვლელი. წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.

ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს, 51,13 % აქვს. 17.49 % აქვს დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს. ნაციონალური მოძრაობისკანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, ამომრჩეველთა ხმების 16.53 % მიიღო.

ევროპული საქართველო, ელენე ხოშტარია - თითქმის 7.12%; პატრიოტთა ალიანსი,ირმა ინაშვილი - 3.2%-მდე; გიორგი ვაშაძე - 1.95%, კახა კუკავა  - 1.26%; გიორგი გუგავა - 0,96 %.

თბილისში პროპორციულ არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების 53% „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა. მეორე ადგილს იკავებს ნაციონალური მოძრაობა 17 %-ით

ევროპული საქართველო - 9%; პატრიოტთა ალიანსი - 5%; ლეიბორისტული პარტია- თითქმის 4%; გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო  - 3.35 %; დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო - 3.14%.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%