თარიღი    დრო

22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე ქუჩაზე შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 11:11 10.21.2017 232

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება:

  • გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით
  • კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა)
  • თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე
  • მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი)
  • გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე
  • მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე
  • წინამძღვრიშვილის ქუჩაზე
  • ბაქოს ქუჩაზე
  • ზაარბრიუკენის მოედანზე
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით

შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები:

  • ვაკისა და საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გმირთა მოედანზე დაასრულებს
  • ავტობუსები: N31 და N37 გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის ქუჩისა და  ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით მ. „ავლაბართან“ გაივლიან. შემდეგ, N37 ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით მოძრაობას აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს, ხოლო - N31 ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩაზე ჩაუხვევს და 300 არაგველის ხიდით  კრწანისის მოედანსა და გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისკატეგორია, რომელიც ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, კრწანისის მოედნიდან 300 არაგველის ხიდით იალბუზისა და წინანდლის ქუჩებზე გაივლის, შემდეგ მოძრაობას განაგრძობს ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება
  • ცოტნე დადიანის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები გაივლიან გიორგი ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან
  • ავლაბრიდან მ. „დიდუბისკენ“ გადაადგილებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო და გიორგი ცაბაძისა და გენერალ კვინიტაძის ქუჩები.

ავტობუსების მარშრუტების დროებითი სქემების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%