თარიღი    დრო

ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ არაეთიკური დამოკიდებულება ადრეც ყოფილა და ოლიმპიური სიმშვიდით ითმენდა - ვახტანგ მჭედლიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:42 10.20.2017 252

“ნაზი ჯანეზაშვილის პრეტენზიებს დღეს საკმარისი საფუძველი ჰქონდა. უფრო მეტიც, მის მიმართ არაეთიკური და არაკორექტული დამოკიდებულება ადრეც ყოფილა არაერთგზის და ოლიმპიური სიმშვიდით ითმენდა ამას“,   - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის საბჭოს წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა, კიდევ ერთი წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 

,,ვფიქრობ, დღეს სრულიად საფუძვლიანი იყო მისი პრეტენზიები. ნებისმიერი არაკორექტული გამოხტომა, ცინიზმი, არაეთიკური ქცევა, ეს არის საკუთარი უსუსურობის, სისუსტის გამოვლინება და მხოლოდ იმ ადამიანს აზიანებს, ვინც ამას კადრულობს",- განაცხადა მჭედლიშვილმა.

ჯანეზაშვილი, საბჭოს წევრებს მისი მისამართით არაეთიკურ განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. დაპირისპირება, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატთა შეფასებებმა გამოწვია. ნაზი ჯანეზაშვილი ეჭვობს, რომ მისი კონფიდენციალური შეფასებები გასაჯაროვდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში 38 მოსამართლის საკითხის გადაწყვეტაა. კენჭისყრაზე 3 წლიანი ვადით დანიშნული ის იურისტები გადიან, ვინც საბჭოს განცხადებით მიმართა. მათ შორის არიან თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია. ლევან მურუსიძეს უვადოდ გამწესებაზე განცხადება არ შეუტანია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%