თარიღი    დრო

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონები მეტი ავტონომიის მოთხოვნით რეფერენდუმს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 11:16 10.20.2017 1430

22 ოქტომბერს ვენეცია და ლომბარდია ატარებს რეფერენდუმს რეგიონებისთვის რომისგან მეტი ავტონომიის მინიჭების შესახებ. ვენეციისა და ლომბარდიის ხელისუფლებაში „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენლები არიან.

ეს მემარცხენე პარტიაა, რომელიც 1990-იან წლებში იტალიისგან ჩრდილოეთ რეგიონების გამოყოფას უჭერდა მხარს.

ამჟამად პარტიამ რიტორიკა შეცვალა და მხოლოდ იტალიის ფედერალიზაციის მომხრეა. ამასთან „ჩრდილოეთის ლიგამ“ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

რეფერენდუმის მზადების დროს, ვენეციის ხელისუფლებას სურდა საკითხის ფორმულირება ისე, რომ საუბარი მხოლოდ არა ავტონომიაზე, არამედ იტალიისგან რეგიონის გამოყოფის შესახებაც ყოფილიყო. მაგრამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამრთლო ამ რეფერნდუმს უკანონოდ აღიარებდა. ამიტომაც პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს რეფერენდუმი მხოლოდ ავტონომიის საკითხის შესახებ ჩაეტარებინათ.

იტალიის კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, რეგიონებს შეუძლიათ რომისგან მეტი ავტონომიის მოთხოვნა. შესაბამისად რეფერენდუმი კანონიერად ჩაითვლება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%