თარიღი    დრო

მსოფლიო „ანტიბიოტიკების აპოკალიფსის“ წინარე ფაზაშია - ბრიტანელი ექსპერტები მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებენ

საქართველო, თბილისი - 13:30 10.19.2017 3609

სამედიცინო ექსპერტების პროგნოზით, კაცობრიობა „ანტიბიოტიკების აპოკალიფსის“ წინარე ფაზაში იმყოფება, - ამის შესახებ The Telegraph და სხვა მედიასაშუალებები წერენ.

მედიკოსების ვარაუდით, 2050 წლიდან მსოფლიოში, ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი, შესაძლოა, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გამო დაიხოცოს.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ, ბრიტანელმა სამედიცინო ექსპერტებმა მსოფლიო ლიდერები მიიწვიეს და მოუწოდეს, რომ გააძლიერონ მუშაობა, პრობლემის გადასაჭრელად.

მათი განმარტებით, ანტიბიოტიკების გარეშე გართულდება ინფექციებთან ბრძოლა. გარდა ამისა, სიმსივნის და სხვა რთული დაავადებების მკურნალობა თუ უბრალო სამედიცინო მანიპულაციები გახდება ძალიან სარისკო.

როგორც ექიმები განმარტავენ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ დადგა კაცობრიობა ასეთი საფრთხის წინაშე ისაა, რომ ადამიანები ხშირად იმ ანტიბიოტიკებს იღებენ , რომელიც არ სჭირდებათ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისინი ხშირად თვითნებურად ან ექიმის არასწორი დანიშნულების საფუძველზე იღებენ.

„თუ ანტიბიოტიკები დაკარგავენ ეფექტურობას, ეს იქნება თანამედროვე მედიცინის დასასრული“, - ამბობს ბრიტანეთის მთავარი ექიმი სალი დეივისი.

ამ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველი სამოქმედო გეგმის შემუშავება ქვეყნების 85%-მა დაიწყო, თუმცა პროგრამის დაფინანსებაზე ჯერ მხოლოდ 5%-მა იზრუნა.






konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:22 "ვისოლ ჯგუფი” პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%