თარიღი    დრო

ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი აშენდება

საქართველო, თბილისი - 17:45 10.18.2017 448

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან ერთად თანამედროვე არქიტექტურის მქონე ახალი კვლევითი ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფუძვლის ჩაყრის ცერემონიის წინ, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. მისი თქმით, ახალი კვლევითი ინსტიტუტის აშენების იდეა აჭარის მთავრობის მხრიდან მალევე იქნა მხარდაჭერილი და დღეს უკვე ახალი, თანამედროვე კვლევითი ცენტრის მშენებლობის დაწყების მოწმენი გავხდით.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარის მთავრობის და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები. ზურაბ პატარაძემ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა მთავრობის მხრიდან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობა ყველაზე სწორი და საჭირო ინვესტიციაა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ცენტრის მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 578 ათასი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარით დაფინანსდება.

პროექტით, ახალი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტში ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება, როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%