17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4839 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4826 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9223 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9305 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.82 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6796 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2842 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 ოქტომბრიდან შევა ძალაში.