თარიღი    დრო

მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს - ირაკლი ალასანია

საქართველო, თბილისი - 19:21 10.16.2017 695

მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისი თქმით, არიან ავღანელი ვეტერანები, რომლებმაც დაიცვეს სოხუმი და შენობა, აქ არიან მთავრობის წევრები, ვინც არ დატოვეს სოხუმი და იყვნენ ბოლომდე სოხუმის მცველებად.

"ეს 24-წლიანი ჭრილობა დღეს, მართლაც დაიხურა. აქ ყველა გმირია. არიან ავღანელი ვეტერანები, რომლებმაც დაიცვეს სოხუმი და შენობა, აქ არიან მთავრობის წევრები, ვინც არ დატოვეს სოხუმი და იყვნენ ბოლომდე სოხუმის მცველებად. მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი სხვებთან ერთად დაუბრუნდა თბილისს. ისინი ხალხის, ქვეყნის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, მათ, ვინც უდიდესი და ურთულესი საქმე გააკეთა. ასევე სასულიერო, საერო ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა და დააფასა მათი გმირობა. მე მგონია, რომ სწორედ, ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში აფხაზეთის ომში სამშობლოსთვის დაღუპული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%