თარიღი    დრო

სარგსიანი ალიევს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:44 10.16.2017 849

სომხეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგას საკუთარ პირობას უყენებს. ჟენევაში ილჰამ ალიევთან შეხვედრისას სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში სომხეთისთვის მისაღები ერთადერთი პირობა რეგიონისთვის აზერბაიჯანისგან დამოუკიდებელი სტატუსის მინიჭება იქნება.

„შევთანხმდით, რომ დაძაბულობის განსამუხტავად ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მსხვერპლი თავიდან ავიცილოთ. ამაში აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ღრმად არის დაინტერესებული, თუმცა საკითხი ადვილად მოგვარებადი არ არის. ჩვენთვის ერთადერთი მისაღები ვარიანტი იქნება ის, რომ მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანისგან დამოუკიდებელი სტატუსი ჰქონდეს,“-აღნიშნა სარგსიანმა.

ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა დღეს გაეროს ჟენევის ოფისში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ინიციატივით გაიმართა.   




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%